კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პროგრამისტი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.
2020 წელს ჯონ მაკაფი ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის სასამართლომ აშშ-ში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.
აშშ-ში ბიზნესმენს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ. აშშ-ის პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ჯონ მაკაფიმ მილიონობით დოლარი მიიღო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად.

