დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების პროცესში გარკვეეული შეფერხება შეიქმნა, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია.
გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინები ივნისში უნდა შემოსულიყო, თუმცა ამ დროისთვის, დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, როდის იქნება ვაქცინა.
“მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე ასტრაზენეკის ვაქცინის დეფიციტი”,- თქვა გამყრელიძემ.
მათ, ვისაც პირველი დოზა უნდა მიეღო, ცენტრი სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინას შესთავაზებს, ხოლო მათთვის, ვისაც ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება უწევთ, შესაბამისი მარაგი აქვთ.
“პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1.600-მდე დოზა გვაქვს ასტრაზენეკასი და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდი სშემოდის 43 ათასი დოზა ასტრაზენეკის”- თქვა გამყრელიძემ.
დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ორ კვირაში საქართველოში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა.
მთავარი