ბადრი ჯაფარიძე –  „გახარია ჩაფლულია ტყუილებში“

ბადრი ჯაფარიძე -  „გახარია ჩაფლულია ტყუილებში“გახარია ჩაფლულია ტყუილებში, დარწმუნებული ვარ, რომ თანაგუნდელებსაც ატყუებს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“სამწუხაროდ მისთვის მას არანაირი გამბედაობა არ აქვს, რომ სიმართლე თქვას, ჩაფლულია ტყუილებში. გუშინ ჩვენ იმდენი ტყუილი მოვისმინეთ მისგან, სახეზეც ეტყობოდა. სამწუხაროა, რომ ასეთი გზა აირჩია ამ ადამიანმა. მე დარწმუნებული ვარ, თავის თანაგუნდელებსაც ატყუებს, არ უყვება სიმართლეს. როგორც ჩანს მისი მოღვაწეობისთვის ეს არის გამოკვეთილი დამახასიათებებლი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.