ბათუმში საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილზე დასაქმებული მუშები იყვნენ, რომლებიც ადგილზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ორივე მათგანი ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვლევები უტარდებათ. ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს.
შსს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ 240_ე მუხლით მიმდინარეობს.