“ბიჭო, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ“ – ყაველაშვილი სანიკიძეს

"ბიჭო,  ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ“ - ყაველაშვილი სანიკიძესხმაური იყო პარლამენტში, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური ყაველაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” და მათ შორის, სანიკიძე 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრასა და დაუმორჩილებლობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

“მე აქ ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ძვირფასო წევრებო, ზემოდან გიყურებდით და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ესეთი საუბარი იყო, ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როცა ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ეს ამდენი გულწრფელად ძირითადი ნაწილი განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ და როგორმე სწორედ პარლამენტში შემოჭრით გადაწყვიტეთ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით და ზოგი რაზე”-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აღნიშნულმა სანიკიძის გაბრაზება გამოიწვია და მას რეპლიკით უპასუხა, რაზეც ყაველაშვილმა მიმართა:

“ბიჭო, დაწყნარდი შენ ეხლა, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაექცი საზოგადოებას, ამათთან როგორ გადახვედი”- მიმართა ყაველაშვილმა სანიკიძეს