“ჩემი გაშავება არჩიეს… მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში“ – გიორგი ღოღობერიძე – ვიდეო

"ჩემი გაშავება არჩიეს... მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში“ - გიორგი ღოღობერიძე - ვიდეოექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.

“პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…

არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.

რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”.

გიორგი ღოღობერიძე “პრაიმ შოუში” იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანამა ნინო ნადირაძემ ის გააკრიტიკა და თქვა რომ მას არ აქვს უფლება ადამიანებს რჩევები მისცეს, რადგან ის ჯერ მხოლოდ  რეზიდენტია.