“ესაა შეშინებული კაცის ბოდვა” – გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეზე

"ესაა შეშინებული კაცის ბოდვა" - გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეზე“ეს შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი”  –  ასე პასუხობს გიორგი გახარია ირაკლი  კობახიძის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთქმულების შესახებ. გახარიამ  თებერვლის მოვლენების შესახებ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე “ოცნების” წევრებს არწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

13 თებერვალს პარტიის ხელმძღვანელობამ მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას, როგორც ჩანს ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, მიმეღო ამ პროცესში მონაიწლეობა და დავთანხმდი, მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე შტურმის უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართმსაჯულება უნდა აღსრულდეს. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა მელიას იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ, მელია სამართლის წინაშე უნდა გათანაბრდეს რიგით მოქალაქესთან, მელია აგრესიულად იყენებდა რიტორიკას, რასაც ხელს უწყობდა იმუნიტეტი. მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობრივად შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო ძალადობრივად ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მცდელობა”, – ამბობს გახარია.
გახარიას თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ მელია სასამართლოს წინაშე ისე წარმსდგარიყო, რომ ის ძალადობრივი მეთედებით არ დაეკავებინათ. გახარია ამბობს, რომ  მან განკარგულება გასცა, რომ ყველა ღონისძიება, მელიას დასაკავებლად გაცემული, გაეჩერებინათ.

ტვ პირველი