ესპანეთის მთავრობამ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ჯგუფის 9 დაპატიმრებული ლიდერი შეიწყალა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
აღნიშნული პირები სასჯელს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობისათვის იხდიან.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეაფასა.
ესპანეთის კონსერვატიული ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სასამართლოს მიმართავენ.

