პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოდან ჩანს, რომ ექსპრემიერს, შეხვედრებზე ბრიუსელში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე ახლავს.
ნატალია საბანაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 21 მარტს გადადგა.
ცნობისთვის, საბანაძემ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული კურსის გადახვევასა და ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში დაადანაშაულა.
– ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო, – განაცხადა გადადგომის შემდეგ საბანაძემ გავლენიან ფრანგულ გამოცემასთან.
ტვ პირველი

