ღარიბაშვილი – “1.000 სამხედრო დრონის წარმოებას ვაპირებთ”

ღარიბაშვილი - "1.000 სამხედრო დრონის წარმოებას ვაპირებთ"პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა:

“გაისად გვექნება ადგილზე წარმოებული დრონი, სამხედრო დრონები. ჯამში ვაპირებთ 1.000 დრონის წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და უფრო სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან. გასულ წელს კომპანია “რაფაელთან” ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის სისტემების სრულ განახლებას და ტანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას უზრუნველყოფს”.