გიორგი ფოფხაძე – “გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა, ისეთი რამ წავიკითხე”

გიორგი ფოფხაძე - "გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა, ისეთი რამ წავიკითხე"დამოუკიდებელი ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ ქვეყანაში ვაქცინების არ არსებობა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას ნიშნავს, სიმართლეა.

ფხაკაძის თქმით, დღეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იშვიათად ამბობენ სიმართლეს და მათ შორის სახალხო დამცველი გამონაკლისია.

„სახალხო დამცველი გამოვიდა და თქვა, რომ ვაქცინების არყოფნა დღეს არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი რომ წავიკითხე გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა, მე ვუთხარი, ეს რა არის მეთქი? მერე რაო და რაღაც უაზრო ამერიკული მაგალითი მოგვცა. გრცხვენოდეთ. გასაგებია, რომ პარტიულები ხართ. გასაგებია, რომ მივდივართ კომუნიზმისაკენ, გავიგე, მაგრამ ასეთ დონეზე? სპეციალისტი ხარ ხომ? ბოლოს და ბოლოს თქვი, არ ვიცი. ჩვენი სახალხო დამცველი იყო 100%-იანი მართალი. ამაზე დიდი სიმართლე მე კარგა ხანია არ მომისმენია”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

პრაიმ ტაიმი