ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით – “თბილისი პრაიდს უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე” – საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა – ადამიანის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
“ადამიანი, რომელიც თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს, ის საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია და ამ პირობებში განსაკუთრებით ტრაგიკულია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. ეს ფეხქვეშ გათელვაა საქართველოს უპირველესი კანონის. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რომელსაც აქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც აქვს სეკულარიზმის ღრმა კრიზისი, დაცლილია ღირებულებებისგან, რაც იკითხებოდა კობახიძის განცხადებაში”. – თქვა გიორგი თაბაგარმა.
ფორმულა

