5 ივნისს გორში, 16 წლის გოგოს და 18 წლის ბიჭს, მშვიდობის გამზირზე, ქუჩაზე გადასვლის დროს მანქანა დაეჯახა.
ქართლის ცნობით, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე, ნახევარი საათით ადრე, 22:30 საათზე მოხდა.
მთავარის ცნობით, ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო გოგონას მდგომარეობა – შედარებით მსუბუქი.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ.
,,მშვიდობის გამზირი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, აქ საშინელება ხდება არა მარტო იმ დროს, როდესაც კომენდანტის საათი იწყება, არამედ ნებისმიერ დროს” – აღნიშნავენ ადგილობრივი მცხოვრებნი.
ქართლის ფოტო