ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე დაშავებული ექიმია. ექიმები „ჰონდას“ მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ,,მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული ექიმები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.