გურჯაანში მიკროავტობუსი ამობრუნდა

გურჯაანში მიკროავტობუსი ამობრუნდაგურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

არაებული ინფორმაციით, “ფორდ ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ცენტრალურ გზაზე ამობრუნდა, რა დროსაც მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის ” კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2