ირაკლი გაწერელიას მეუღლემ ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა

ირაკლი გაწერელიას მეუღლემ ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხადაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში – ,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბასილაიას, წითელი საღებავი შეასხეს.

სხდომაზე ტრაგიკულად დაღუპული ოპოზიციური პარტიის წევრის, ირაკლი გაწერელიას, მეუღლე, ფატი შენგელია, მივიდა, რომელიც საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის” შესვლას აპროტესტებს.

მისი თქმით, პარტიამ მხარდამჭერების ღირებულებებს უღალატა, როდესაც “ქართულ ოცნებასთან” ერთად საკრებულოს ერთ შენობაში მუშაობას დათანხმდა.

ირაკლი გაწერელია ავტოკატასტროფაში მაშინ მოჰყვა, როცა ის მხარდამჭერებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციიდან უკან ბრუნებოდა.

გაწერელიას მეუღლის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ უნდა შესულიყო და არ უნდა ეთანამშრომლა ,,ქართულ ოცნებასთან”.

ტვ პირველი