ისრაელის მთავრობამ იერუსალიმში პალესტინელთა მაღაზია დაანგრია

ისრაელის მთავრობამ იერუსალიმში პალესტინელთა მაღაზია დაანგრიაისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სილვანის დასახლებაში, პალესტინელების მაღაზიის დემონტაჟი განახორციელა, რასაც პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მაღაზია ერთ-ერთია იმ რამდენიმე სახლსა და მაღაზიას შორის, რომლებსაც ხელისუფლება უკანონოდ აშენებულად მიიჩნევს და მათ ადგილზე პარკის განთავსებას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა პალესტინელებს შენობების დემონტაჟისთვის დრო 28 ივნისამდე მისცა, მოსახლეობა კი აცხადებს, რომ აღნიშნული სახლები და ობიექტები ათობით წელია მათ ეკუთვნით.

პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ქვების სროლის შედეგად ორი სამართალდამცავი დაშავდა. მათივე თქმით, წესრიგის დარღვევისა და თავდასხმისთვის სამი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ იერუსალიმის კიდევ ერთი დასახლების, შეიხ ჯარაჰის ბედი გასულ თვეში ისრაელსა და პალესტინელელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი გახდა.

იპნ