ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის რაიონში შეტაკება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ მანათობელი ხელყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 20 პალესტინელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებამდე დაპირისპირება მოხდა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს.
შეიხ ჯარაში ხშირია დაპირისპირება ისრაელის პოლიციასა და იმ პალესტინელებს შორის, რომლებიც ათობით პალესტინელი ოჯახის თავიანთი სახლებიდან გამოსახლების გეგმას აპროტესტებენ.
იპნ

