ისრაელმა ციფრული შეკელი გამოუშვა

ისრაელმა ციფრული შეკელი გამოუშვაისრაელის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ პირველი ციფრული შეკელი გამოუშვა. ამის შესახებ Globes წერს.

ისრაელის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე ენდრიუ აბირი აცხადებს, რომ ციფრულ შეკელს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საფინანსო სექტორზე, მათ შორის საგადასახადო ბაზარზე, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინსისტემებზე.

„ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, ციფრული შეკელი საბანკო სისტემას გააქრობს, რაც მცდარი მოსაზრებაა. ცენტრალურ ბანკს არ შემოაქვს ციფრული შეკელი საბანკო სექტორის გასაქრობად. ბანკები არიან და დარჩებიან ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად. ციფრული შეკელი არ წარმოადგენს კრიპტოვალუტის ნაირსახეობას“, – განაცხადა ენდრიუ აბირიმ.

იმედინიუსი