იტალიაში თემურ მოსაშვილი დაიკარგა

იტალიაში თემურ მოსაშვილი დაიკარგაიტალიაში 40 წლამდე ქართველი დაიკარგა. თემურ მოსაშვილი ლაგოდეხიდან არის, თუმცა ბოლო წლებია ის ქალაქ ლეჩეში ცხოვრობდა. ახლობლები და ნათესავები მას 20 ივნისის შემდეგ ეძებენ.

თემურ მოსაშვილის ოჯახი და ახლობლები იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს დახმარებას სთხოვენ.

რა შეიძლება გამხდარიყო მოსაშვილის გაუჩინარების მიზეზი, ოჯახში საუბარი უჭირთ. ისინი რაიმე სახის კონფლიქტს ან ვინმეს მხრიდან მუქარას კატეგორიულად გამორიცხავენ.

მათი თქმით, მოსაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თავშესაფარში ცხოვრების უფლებას აღარ აძლევდნენ.

თემურ მოსაშვილის ოჯახმა მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩოს უკვე აცნობა.

რუსთავი 2