იტალიის 20-ვე რეგიონი თეთრ ზონად გამოცხადდა

იტალიის 20-ვე რეგიონი თეთრ ზონად გამოცხადდაიტალიის 20-ვე რეგიონი კოვიდ 19-ის გავრცელების დაბალი რისკის ზონად , ე.წ. „თეთრ ზონად“ გამოცხადდა.

ამასთან, დღეიდან ქვეყანაში გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მოქალაქეებმა პირბადეები დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში უნდა გამოიყენონ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის იტალიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების მესამედი, ანუ 17.572.505 პირია ვაქცინირებული.