„ივლისიდან პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ“ – ეკატერინე ტიკარაძე 

„ივლისიდან პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ“ - ეკატერინე ტიკარაძე  ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება. ეკატერინე ტიკარაძე, სავარაუდოდ, მათთან შეათანხმებს იმ დეტალებს, თუ როგორ წარიმართება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

“დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთნ ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქვინაციით. დღევანდელი შეხვედრა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენ მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში”, – თქვა ეკტერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო მზადაა გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რაც შეიძლება კლინიკებს გააჩნდეთ.