კახა კუჭავას გახარიას პარტიაზე ეცინება

კახა კუჭავას გახარიას პარტიაზე ეცინება– პროცესის ნებისმიერ მონაწილე ადამიანს, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, მოუწევს პასუხების გაცემა.

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე.

კითხვაზე, რატომ გააქტიურდა „ქართული ოცნების“ კრიტიკა გიორგი გახარიას მიმართ და ახლა რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები მის მიმართ, კუჭავა პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

– პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოჰყვება მეორე მხარიდან , – განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

– გამეცინა.

იპნ