ხანძარი რუსთავის ავტობაზრობაზე – დამწვარია 20-მდე მანქანა

ხანძარი რუსთავის ავტობაზრობაზე - დამწვარია 20-მდე მანქანარუსთავის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 20-მდე ავტომობილი დაიწვა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძარი თავდაპირველად ავტომობილების ოფისს გაუჩნდა და შემდეგ პარკინგზე არსებული ავტომობილები დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.