“ხვალ ვიკა მინდა – ეს მამის ბოლო სურვილი იყო, მივქანდი და ვეღარ მიცნო” – ვიკა ბუკია

"ხვალ ვიკა მინდა - ეს მამის ბოლო სურვილი იყო, მივქანდი და ვეღარ მიცნო" - ვიკა ბუკიავიკა ბუკიამ, რომელსაც მამა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა, ფეისბუქში დაწერა:

“ეს წერილი მის პალატაში ვიპოვე.
ხან კომპიუტერის მაუსს მთხოვდა, ხან სიგარეტს, ხან პულტს, ან სათვალეებს, რომელსაც სულ აჯდებოდა და ამტვრევდა. მამა კი არა პატარა ჭირვეული ბავშვი იყო. ალბათ ამიტომაც ვეძახით “პატარა მამას”. ბოლოს ვერ ლაპარაკობდა და ფურცლებზე წერდა. ძლივს სუნთქავდა და რაღაცეებს მაინც გვთხოვდა ამ წერილებში. სულ ბოლო თხოვნა კი არც “ტელეფონი მომიტანეთ” იყო და არც “დამტენი გამიწყდა”. აი, ეს იყო: “ხვალ ვიკა მინდა”. მივქანდი მეორე დღესვე მასთან. მაგრამ პატარა მამამ ვერ მიცნო. ის უკვე ვეღარც წერდა და ვეღარც ლაპარაკობდა. დავაგვიანე. იყურებოდა სივრცეში მისი კეთილი თვალებით და ვიკას ვერ ცნობდა. ჩემმა გადარეულმა მამამ ვერ მიცნო.”