ვაქცინა ისევ არ არის – მოქალაქეებმა, რომლებიც ვაქცინის მეორე დოზას ელოდებოდნენ, სახელმწიფო უწყებებისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა არ არის და მათი ჯავშანი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ხმაურია კლინიკებში, სადაც ასაცრელად მისულ ხალხს უკან აბრუნებენ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებისთვის მისული ადამიანების ნაკადი არ წყდება. საავადმყოფოში მისულ ადამიანებს მე-2 დღეა ეუბნებიან, რომ ერთეულ მარაგს უკეთებენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ვაქცინის ჩატარების ვადა ეწურებათ. ეს ნიშნავს, რომ იცრებიან ადამიანები, რომლებსაც მეორე დოზის ჩატარებისთვის 8-12 კვირამდე დალოდების ვადა გასდით.
ჩავარდნილ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ “ასტრაზენეკას” მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა. მისივე განმარტებით, მათ ვისაც “ასტრაზენეკას” პირველი დოზა უნდა მიეღოთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი “სინოფარმის” ან “სინოვაკის” ვაქცინას შესთავაზებს.
მთავარი