ლუკაკუ – “ბელგია-დანიის მე-10 წუთზე მატჩს შევწყვეტთ და ყველანი ტაშს დავუკრავთ”

ლუკაკუ - "ბელგია-დანიის მე-10 წუთზე მატჩს შევწყვეტთ და ყველანი ტაშს დავუკრავთ"ბელგიისა და დანიის შეხვედრა მე-10 წუთზე შეწყდება. ფეხბურთელები ბურთს აუტში გადააგდებენ, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვება. ეს ყველაფერი კი კრისტიან ერიკსენის პატივსაცემად იქნება.

ფეხბურთელებმა ამის შესახებ მოილაპარაკეს და რომელუ ლუკაკუმ ინფორმაცია პრესას გაანდო: „ჩვენ ბურთს აუტში გადავაგდებთ, რომ თამაში შევაჩეროთ, შემდეგ კი ტაშს დავუკრავთ“, – ამბობს „ინტერის“ ფორვარდი.

მე-10 წუთი ერიკსენის სათამაშო ნომრისგან გამომდინარე შეირჩა.

დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ კრისტიანი მატჩს უყურებს. სტადიონი ჰოსპიტლის გვერდით არის და ფანჯრიდან გახედვისას მას დაინახავ. ალბათ პარკენიდან (არენის სახელწოდება) გამოსული ხმებიც ისმის.

ეს ერიკსენისთვის გიჟური მდგომარეობაა, მაგრამ ვფიქრობ ის ნაკრების მაისურში იქნება და მატჩს უყურებს“.

ჰოსპიტალი, რომელშიც ერიკსენი იმყოფება, „პარკენ სთეიდიუმიდან“ 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს.

კრისტალსპორტი