მაიამიში 12 სართულიანი შენობა ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა

მაიამიში 12 სართულიანი შენობა ჩამოინგრა - 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდამაიამიში, კოლინს ავენიუზე, 12-სართულიანი შენობის ძირითადი ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისათვის ადგილზე 80-მდე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.

დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაშველებმა ნანგრევებში ერთი გარდაცვლილი იპოვეს, სხეულის სხვადასხვა დაზიანება კი სულ მცირე 8 ადამიანმა მიიღო.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იპნ