“მოვითხოვთ, ირაკლი კობახიძის  კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს“ – კახაბერ ქემოკლიძე

"მოვითხოვთ, ირაკლი კობახიძის  კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს“ - კახაბერ ქემოკლიძეირაკლი კობახიძის ბრალდებებს, პარტია “საქართველოსთვის” წევრი კახაბერ ქემოკლიძე პასუხობს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

“გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ. ღიმილის მომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა, რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას. როგორც აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს” – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.