ნინო გიორგობიანი – “ხაზარაძე იტყუება, ირაკლი ღარიბაშვილი პირადი მანქანით დადის, რომელიც 2019 წელს განვადებით იყიდა”

ნინო გიორგობიანი - "ხაზარაძე იტყუება, ირაკლი ღარიბაშვილი პირადი მანქანით დადის, რომელიც 2019 წელს განვადებით იყიდა"ნინო გიორგობიანმა ფეისბუქში დაწერა:

“დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო, – მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ.
გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღიებული ავტომანქით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება ! ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერმა, თემით დაინტერესებულმა ადამიანმა ძალიან მარტივად შეუძლია გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში.”