ნინო სუხიშვილი – “ქეიფების მოცეკვავე ვიყავი…”

ნინო სუხიშვილი - "ქეიფების მოცეკვავე ვიყავი..."ლელა წურწუმიას გადაცემის “მხოლოდ ლელასთან” მორიგი სტუმარი ნინო სუხიშვილია.

გადაცემის ფეისბუქის გვერდზე მისი ანონსი გამოქვეყნდა.

– არ მინდოდა, პრივილეგირებული ვყოფილიყავი, ქეიფების მოცეკვავე ვიყავი, ოღონდ ბოლო ხაზში სადმე დავეყენებინე, – ამბობს ნინო სუხიშვილი.

– შენ არ გყავს შენი ბიოლოგიური შვილი.

– ვისწავლე ცხოვრება ამ პრობლემასთან ერთად

– სუხიშვილები და რუსეთი.

– პატრიოტი უნდა იყო. ქვეყანაში, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, ჩასვლა კონცერტით არ მომაჩნია სწორად. ფეხზე დამდგარი თვალცრემლიანი მაყურებელი ტაშს რომ გიკრავს, შენ კი არ გიკრავს, საქართველოს უკრავს.

– შენი მთავარი სცენა სად არის.

– მინდა, რომ ხორუმის ხაზით შევიდე სოხუმში.