ფინანსთა ახალმა მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ხანში მოახერხა საზოგადოების გაოცება — ლარი იმიტომ გამყარდა, რომ ვაქცინაცია მიდის წარმატებითო.
ლაშა ხუციშვილის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ღარიბია. იგივეს ამბობს ლაშა ხუციშვილის მიერ, 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც უბრალოდ ცარიელია. ის, რასაც ხუციშვილი გასულ წელს, ივანე მაჭავარიანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას დეკლარაციაში უთითებს, მეუღლის სახელზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა და 11 თვეში ხელფასის სახით აღებული 94.250 ლარია.
ლაშა ხუციშვილი რამდენიმე ძვირადღირებულ სახლს ფლობს, რომლებიც მამის სახელზე აქვს გაფორმებული.
მთავარი

