“ქეთი და სოსო ლოხიშვილის ოჯახი ის მაგალითია, რომელიც თუღა არსებობდა, აღარ მეგონა” – ზურაბ შევარდნაძე

"ქეთი და სოსო ლოხიშვილის ოჯახი ის მაგალითია, რომელიც თუღა არსებობდა, აღარ მეგონა" - ზურაბ შევარდნაძეზურაბ შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა:

“მუხრანიდან სამ კილომეტრში სოფელ ქსოვრისში ოთხ შვილთან ერთად დასახლდნენ, ბაბუა ბებიის სახლში. იქაურობას ხელი შეავლეს, შუშაბანდი შეღებეს, მიტოვებული ვენახი გასხლეს და აღადგინეს, ბოსტანში ნიორი, ხახვი, კარტოფილი, წიწაკა და პამიდირი დარგეს. ხეივნებიც შეასწორეს და მოაწესრიგეს.
ბალახი გათიბეს, ხეხილი ჩაყარეს და უკვე პირველი მოსავალიც აქვთ.
ქათმები და კურდღლებიც მოუმრავლებიათ. ძროხას შემოდგომამდე ვერა, ვემზადებითო.
ბევრი ახსნა არ დასჭირებიათ, რას გამომაპარებდა? სოსოს ხელებზე ეტყობა როგორ და რასაც შრომობს.
ქეთიმ წინსაფარი მალევე მოიხვია და კეთილად, ზომიერად, გემრიელად გვიმასპინძლა.
ქეთი და სოსო ლოხიშვილის ოჯახი ის მაგალითია რომელიც ცოცხლად თუღა არსებობდა აღარ მეგონა.
სახლის მეორე სართულზე ორი სასტუმრო ოთახის გამართვას მალე შეძლებენ და ოჯახებს ბავშვებით ვისაც სოფელთან, სიკეთესთან, ადამიანურობასთან, ზომიერებასთან, წესიერებასთან, სიმშვიდესთან, სოფელთან და სოფლურ ცხოვრებასთან ურთიერთობა მოუნდება უმასპინძლებენ.
მე ერთერთი პირველი მხარდამჭერი ვიქნები მათი და სანამ თავს არ მოვაბეზრებ ვივლი ხშირად, ისე წინათ ნათესავები, რომ დავდიოდით ერთმანეთთან.”