ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. იგი სავარაუდოდ, სიმაღლიდან ჩამოვარდა, შემდეგ კი მძიმე ტექნიკამ გადაუარა. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
“მექანიკი იყო, აკეთებდა ამწეს, ზემოთ. ალბათ ფეხი დაუცურდა. კრანსა და ბეტონის კონსტრუქციას შორის არის მოყოლილი. 60 წლამდე მამაკაცია. წელიწადნახევარია რაც აქ მუშაობდა” – ამბობენ ქარხნის თანამშრომლები.
ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.