ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე კოვიდგადატანილი ქალი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი 83 წლის ქალია.
უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, 83 წლის ქალმა თავის მოკვლა ორი კვირის წინ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც სცადა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.
რაც შეეხება თვითმკვლელობის მიზეზს, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულ ქალბატონზე გავლენა გადატანილმა ვირუსმა მოახდინა.
ინფო რუსთავი