ტრაილერმა მამაკაცს გადაუარა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მოხდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილმა მამაკაცს მაშინ გადაუარა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.
მამაკაცი ტრაილერის ბორბლებში მოექცა და გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.