რუსთავში კრაისლერი ჯერ გაზის მილს შეეჯახა, შემდეგ – მერსედესს

რუსთავში კრაისლერი ჯერ გაზის მილს შეეჯახა, შემდეგ - მერსედესსრუსთავში, მოდებაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “კრაისლერის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბეტონის ფილას, შემდეგ გაზის მილს, საბოლოოდ კი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ “მერსედესის” მარკის ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბუნებრივი აირის მილის დაზიანებას მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა არ გამოუწვევია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ტერიტორიაზე მუშაობდნენ კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები.