რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, ავტომობილი დაიწვა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ბმვ-ს მარკის ავტომობილს მოძრაობის დროს, ძრავში გაუჩნდა.
ხანძრის გაჩენის მომენტში ავტომობილში მხოლოდ 1 მამაკაცი, მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა. მას შემთხვევის შედეგად არაფერი დაშავებია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.