საქართველოს მესამე პრეზიდენტი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ გიორგი ვაშაძე პოროშენკოს უკრაინაში ფულს მისი ლანძღვის საშუალებით აკეთებდა, რასაც ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებით ახერხებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკოსს ფულის კეთებისთვის ორ-სამ თვიან ვადას აძლევს.
რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში…
არა უშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.
იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ,,ენმ”-ში ახალ თაობას განვითარებისა და წინსვლის საშუალებას ართმევდა. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პოლიტიკურ კარიერაში დიდი დრო დაკარგა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის შეცვლის იმედი ჰქონდა.
ტვ პირველი

