სად დაასაქმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნათესავები

სად დაასაქმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნათესავებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე  ნიშნავს.

პრემიერის და თეა ღარიბაშვილი  მუნიციპალური განვითარების ფონდშია დასაქმებული. ფონდის ხელშია ყველა მსხვილი პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.  მხოლოდ 2019 წელს ფონდმა 367 მილიონი ლარი დახარჯა.

თეა ღარიბაშვილი სამსახურში საერთოდ არ დადის. მუნიციპალური დასაქმების ფონდში მიზეზად პანდემია დაასახელეს. რა გამოცდილება ჰქონდა თეა ღარიბაშვილს საჯარო მოხელეობამდე ამ კითხვებს თავად პასუხი არ გასცა.

პრემიერის კიდევ ერთმა ნათესავმა, ღარიბაშვილის დის ქმარმა  ალექსანდრე  დოლიძემ  თანამდებობა გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციაში მიიღო. სამსახურში არც ის დადის, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდება.

პრემიერის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის და, ნათია თამაზაშვილი, შსს-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსია.
ნათია თამაზაშვილი ტვ პირველის კითხვაზე, როგორ დასაქმდა მაღალ თანამდებობაზე, პასუხობს, რომ თუ სწორად ახსოვს, ვაკანსიაზე CV გაგზავნა.

თანამდებობის გარეშე ღარიბაშვილს არც ცოლის დის ქმარი, ლევან სანამაშვილი დაუტოვებია. სანამაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსმაართლის თანაშემწეა. მას მოსამართლეობისთვისაც ამზადებენ.

ღარიბაშვილმა ნათესავების გარდა ცოლის დაქალების დასაქმებაზეც იზრუნა. ნუნუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარი ნათია უზუნაშვილი 112-ის თანამშრომელია. უზუნაშვილს ტვ პირველმა სახლში მიაკითხა, თუმცა მან კამერასთან საუბარი არ ისურვა.

ღარიბაშვილმა  ახლო მეგობარ ოთარ დანელიას დასაქმებაზეც იზრუნა და მას  ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზირების სამსახური ჩააბარეს.