საგარეჯოში მერსედესი მოტოციკლს დაეჯახა – 45 წლის ქალი დაიღუპა

საგარეჯოში მერსედესი მოტოციკლს დაეჯახა - 45 წლის ქალი დაიღუპასაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. შედეგად, ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი, ადგილზე  გარდაიცვალა.

მოტოციკლის მძღოლი კი, სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში მოხვდა მსუბუქი მანქანის კიდევ ერთი მგზავრი.

მომხდარზე გამოძიება ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავარი