საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე მაკრონის და ლე პენის პარტიებმა დაბალი შედეგი აჩვენეს

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე მაკრონის და ლე პენის პარტიებმა დაბალი შედეგი აჩვენესსაფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ რაუნდში, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს მოსალოდნელზე დაბალი შედეგები აქვთ.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის ცენტრისტულმა პარტიამ შესაძლოა, 10-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს, რაც მეორე ტურში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი.

„იფსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ არჩევნებში პირველ ადგილს მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური“ პარტია იკავებს 27.2 პროცენტით. მეორე ადგილზე მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული კრებაა“ 19.3 პროცენტით. შემდეგ ადგილებს ინაწილებენ „მწვანეთა პარტია“, „სოციალისტური პარტია“ და მაკრონის „რესპუბლიკა მოძრაობაში“.

პირველი არხი