– საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით?
ასე პასუხობს, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, კახა ქემოკლიძე, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები”, ჟურნალისტის შეკითხვას 20 ივნისზე და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.
– საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების აქციის დროს, სამწუხაროდ 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი. მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ძლიერ ინსტიტუციად. მათ შორის დაზიანდა ასეულობით ადამიანი და 100-ზე მეტი ჟურნალისტი.
თქვენ რა გგონიათ, ამ კადრების შემდეგ დავიწყებ გამართლებას პოლიციელების ინდივიდუალური გადაცდომების, მართლაც ზოგჯერ არასწორი მიმართულებით, ინდივიდუალურად არასწორად იქცეოდნენ რეზინის ტყვიების გამოყენების თვალსაზრისით, ამას დავუწყებთ გამართლებას? – ამბობს კახა ქემოკლიძე.
მთავარი

