შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭი კახაბერ ფარქოსაძეა. იგი სოფელ ქობეთში ცხოვრობდა. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.
„დიდი ტრაგედია მოხდა ჩვენ რაიონში. ეს ბავშვი, კახაბერ ფარქოსაძე სოფელ ქობეთში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ექსკურსიაზე იყვნენ წასულები რაჭაში. აგრეთვე, ჩემი ინფორმაციით მშობელიც იქ იყო. ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული”,- ამბობს საჩხერის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი.
მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებოდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.
ნიუპოსტი