თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 75 წლამდე ქალი გადავარდა.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რადგან ქალს მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული. მათივე ცნობით, გადმოვარდნის შემდეგ ქალი კონტაქტური იყო და ამ ეტაპზე ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იპნ