თბილისში აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 13 წლის მოზარდი გადავარდა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოზარდი მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
ადგილზე იმყოფება “კურიერის” გადამღები ჯგუფი და ტრაგედიის დეტალებს არკვევს.