“ცოლმა საწოლიდან გადმომაგდო და მერე მე ის გავგუდე” – ბერძენი ქმრის აღიარება

"ცოლმა საწოლიდან გადმომაგდო და მერე მე ის გავგუდე" - ბერძენი ქმრის აღიარებაათენში მომხდარი გახმაურებული დანაშაული – ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პირველი ჩვენებას ბერძნული მედია ავრცელებს.

ქმარი ყვება, როგორ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. ინტერვიუ მძიმე ფაქტებს შეიცავს:

“განადგურებული ვარ, სიძულვილის გამო ჩემს ქალიშვილს ობლად გაზრდა მიუსაჯეს. 11 მაისის ღამეს ვიჩხუბეთ, მეუღლემ საწოლიდან გადმომაგდო და დავინახე, რომ ის წავიდა ბავშვის საწოლში ჩასასმელად. მე მივედი მასთან და როდესაც ყვირილი დაიწყო, ხელები პირზე დავაფარე, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ცოლი უკვე მკვდარი იყო, ვეძებდი გზებს, თუ როგორ დამემალა ეს, რადგან სახლში 11 თვის ბავშვი მყავდა.

თანამზრახველი არ მყოლია. მე თვითონ გავაკეთე ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამაჯერებლად გამეკეთებინა. ამისთვის მოვკალი ჩემი ძაღლი და სკამზე თავი დავიბი. შემდეგ პოლიციაში დავრეკე. ამის შემდეგ მინდოდა სახლი შემეცვალა, რათა მოგონებებს გავქცეოდი,” – განაცხადა ბრალდებულმა ბაბის ანაგნოსტოპულოსმა.

ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მკვლელობა საქართველოს მოქალაქეს სახელს დაუკავშირდა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებში პროტესტს იწვევს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ბერძენი სამართალდამცველები და მედია მომხდარ დანაშაულებში დამნაშავეა საქართველოს მოქალაქე.

თავდაპირველად მკვლელობა საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა, თუმცა ცოლის მკვლელობა ქმარმა აღიარა და საქართველოს მოქალაქეს ბრალდება მოეხსნა.

რუსთავი 2