ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მისი ცოლის მანქანა გაქურდეს. კაპანაძე ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მანქანას ჩამტვრეული აქვს შუშა, ემჩნევა ანაბეჭდები და სისხლის კვალი. “მთავარი არხის” ვებგვერდთან საუბრისას გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ მანქანის სალონი გაჩხრეკილია, ნივთები ამოყრილი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ მოპარულია სუნამო, სათვალე და მსგავსი ნივთები.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებ თქვენ მინისტრს გადასცეთ, კორუფციიდან რომ ამოყოფს თავს, კრიმინალსაც მიხედოს, “შესანიშნავ მდგომარეობაში” იმყოფება ვაკეში”, – წერს გიორგი კაპანაძე.