ვატო წერეთელი – “მამაჩემით დაიწყეს ჩემი და ჩემი არხის შანტაჟი, ვერ დაგვაჩოქებენ!”

ვატო წერეთელი - "მამაჩემით დაიწყეს ჩემი და ჩემი არხის შანტაჟი, ვერ დაგვაჩოქებენ!"მედია მფლობელებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეები ხელისუფლებამ  თაროდან ჩამოიღო. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი  2 ივლისს ჩაინიშნა.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლო პროცესის განახლებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მისი თქით, ამაში როლი იმ გარემობამაც ითამაშა, რომ  მისი შვილი, ვატო წერეთელი კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელია.

– კარს მომდგარია ლამის არჩევნები. თავად ბატონი ავთოს ოჯახის წევრი, მისი შვილი არის იმ ტელევიზიის დამფუძნებელი, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკულ პოზიციას იჭერს სხვა და სხვა საკითხებზე, შესაბამისად, ასეთი ფიქრის საფუძველი მათ აქვთ. მოლოდინი არის ის, რომ მის ქმედებაში არანაირი ფული გათეთრება არ არის და აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, – ამბობს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი.
ტვ პირველის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საქმის გააქტიურების მიზანი  ტვ პირველის განეიტრალებაა. დირექტორი ვახტანგ წერეთელი ამბობს,  რომ ხელისუფლება  მამის თავისუფლებით ევაჭრება, თუმცა ეს წინა ჯერის მსგავსად არ გამოუვათ.

– ახლა 71 წლის კაცით დაიწყეს პირდაპირი შანტაჟი ჩემი და ჩემი არხის. მინდა ვუთხრა ამ ხალხს, რომ გამორიცხულია, ძალიან ბევრი რამე დავკარგე, რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ვის ტვინშიც კაგებეშნიკური შანტაჟები იხარშება, ამ არხს ნამდვილად ვერ დააჩოქებენ. ისევ ისე ძალიან ბევრი კრიტიკული გადაცემა გავა, ძალიან ბევრი მწვავე კითხვა დაისმევა, ძალიან ბევრი საგამოძიებო სიუჟეტი მომზადდება, რომელიც შეეხება ამ ადამიანების კორუფციულ საქმეებს, ფულის გათეთრებებს, კრიმინალს. პირდაპირი იერიშია ამ არხზე, რომ გააჩუმონ და დააჩოქონ, – აცხადებს ვატოს წერეთელი.

ტვ პირველი