ვინ ცდილობდა იმ ადამიანის მოწამვლას, რომელიც რუს ბავშვებს ჰარი პოტერზე და კარსლონზე ლექციებს უკითხავს

ვინ ცდილობდა იმ ადამიანის მოწამვლას, რომელიც რუს ბავშვებს ჰარი პოტერზე და კარსლონზე ლექციებს უკითხავსგავლენიანმა გამოცემებმა The Insider и Bellingcat ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნეს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კიდევ ერთი ადამიანის  მოწამვლის შემთხვევას ეხებოდა. საუბარია იმ ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, რომელიც რუს ბავშვებსაც კი ძალიან უყვართ, ის მწერალია, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. ეს დიმიტრი ბიკოვია, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით,  ბავშვებს  ლექციებს უკითხავს კარლსონზე, პეპი გრძელ წინდაზე, ჰარი პოტერზე, ასწავლის რუსულ ლიტერატურას არა ერთ სკოლაში, თუმცა ის სძულს ვლადიმერ პუტინს. სძულს იმიტომ, რომ იმ გავლენის ეშინია, რომელიც რუსეთში ამ ადამიანს აქვს, ეშინია მისი გადაცემების, ბლოგების და პუბლიცისტიკის. დიმიტრი ბიკოვი ყველასთვის ცნობილი, აქტიური მოქალაქეა, მუდმივად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და ხმას იმაღლებს უსამართლობის წინააღმდეგ. მან მოიფიქრა ცნობილი საპროტესტო პლაკატი წარწერით: „ნუ გააქანავებთ ნავს, ჩვენს ვირთხას გული ერევა!“ 2011 წელს, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ბიკოვი ბორის ნემცოვთან, ალექსეი ნავალნისთან და სხვებთან ერთად ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში აირჩიეს. წლებია, ის „ეხო მოსკვის“ გადაცემების ავტორი და წამყვანია. 2014 წელს, მან სხვა რუსი სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა რუსეთის ხელისუფლების მიერ ყირიმის  ანექსიის მიმართ. 2020 წელს ბიკოვმა ხელი მოაწერა ღია წერილს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად.

ვინ ცდილობდა იმ ადამიანის მოწამვლას, რომელიც რუს ბავშვებს ჰარი პოტერზე და კარსლონზე ლექციებს უკითხავსროგორც The Insider и Bellingcat -ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, თავდასხმა ბიკოვზე 2019 წლის აპრილში მოხდა და მასში მონაწილეობა ФСБ-ს იგივე თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებმაც  ალექსეი ნავალნის და  ვლადიმერ კარა-მურზა უმცროსის  მკვლელობაც სცადეს. დადგინდა, ისიც, რომ ბიკოვის მოწამვლამდე, ჯერ კიდევ 2018 წლიდან, მასზე და მის მეუღლეზე ეკატერინა ქევხიშვილზე სხვა და სხვა ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობდა თვალთვალი. The Insider и Bellingcat  წერენ, რომ  2019 წლის მოწამვლა სავარაუდოდ ნოვოსიბირსკში მოხდა, როდესაც ბიკოვი იქ „ტოტალურ დიქტანტზე“ დასასწრებად ჩავიდა და სასტუმროში შესახლდა. ხოლო სიმპტომები, მას მეორე დღეს, უკვე თვითმფრინავში ასვლისას გამოუვლინდა, ისევე როგორც ნავალნის. დიმიტრი ბიკოვი იმდენად ცუდად გახდა, რომ თვითმფრინავის სხვა ქალაქში დასმა გახდა საჭირო. ექიმებმა ის მალევე მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, გადაარჩინეს კიდეც, თუმცა საბოლოო დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

ვინ ცდილობდა იმ ადამიანის მოწამვლას, რომელიც რუს ბავშვებს ჰარი პოტერზე და კარსლონზე ლექციებს უკითხავსასევე The Insider и Bellingcat წერენ,  რომ    ნავალნის და კარა-მურზას შემთხვევების მსგავსად ФСБ-ს ქილერების ჯგუფში შედიოდნენ ქიმიკოსები ე.წ „ლაბორატორიიდან“ და თანამშრომლები ФСБ-ს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამსახურიდან. ცნობილია მათი ვინაობაც, გადაადგილების მარშრუტები, სატელეფონო კავშირების მონაცემები და სხვა.

The Insider -ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი, „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ ახლა ექსპერტიზის გაკეთა შეუძლებელია, რადგან არ დარჩა არც სისხლის ნიმუშები ან ტანსაცმელი, რომელზეც ახალი ექსპერტიზის დანიშვნა  იქნებოდა შესაძლებელი-„მაგრამ არსებობს თვითონ დიმიტრის და მისი გარემოცვის მიერ აღწერილი სიმპტომები, რომლებიც თან ახლდა მოწამვლას. ეს სურათი, რომელიც ჩვენ  ექსპერტებს გასაანალიზებლად წარვუდგინეთ, ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ეს არ არის უბრალოდ მოწამვლა, არამედ არის მოწამვლა კონკრეტულად ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებებით. ეს ან „ნოვიჩოკია“, ან მასთან ქიმიური შემადგენლობით ძალიან ახლოს მდგარი სხვა ნივთიერება. ობიექტური სურათი-გუგების შეკუმშვა, ოფლიანობა და სხვა ყველაფერი, 100 პროცენტით ემთხვევა იმას, რაც ჰქონდა ნავალნის და ვლადიმერ კარა-მურზას.“ დობროხოტოვი დარწმუნებულია, რომ ყველა შემთხვევაში მუშაობდა ერთი და იგივე ჯგუფი. „ოპერაციის მომენტში ისინი ურეკავდნენ ФСБ-ს მაღალი თანამდებობის პირებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ ისინი სულ ზემოდან მოსულ დავალებებს ასრულებდნენ და მომენტალურად უნდა ჩაებარებინათ ანგარიში, როდესაც რაიმე ოპერაციაზე იმყოფებოდნენ.“

ვინ ცდილობდა იმ ადამიანის მოწამვლას, რომელიც რუს ბავშვებს ჰარი პოტერზე და კარსლონზე ლექციებს უკითხავსთავად ბიკოვი ჟურნალისტ-გამომძიებლების მიერ გაკეთებულ დასკვნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მისთვის გასაგებია და ამ თემაზე სახუმარო კომენტარსაც კი აკეთებს. „ფაქტიურად, ეს სახელმწიფო პრემიის ანალოგია. არ დავმალავ, სასიამოვნოა, რომ ჩემი პატარა ღვაწლი ასეთი მასშტაბური ხარჯებით იზომება. იმდენი ფული დაუხარჯავთ მარტო თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ, ჯობდა ეს ფული ჩემთვის მოეცათ.“

მართალია ახლა სატირიკოსი ბიკოვი ხუმრობს, მაგრამ ნამდვილად არა სახუმარო და საფრთხის შემცველია ვლადიმერ პუტინის და მისი სპეცსამსახურების მუდმივად მცდელობა მოიშორონ ან დააშინონ ადამიანები, რომლებიც საპროტესტო განწყობების გამჩაღებლები არიან და შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა, მიუხედავად ამ მცდელობებისა, ის ნავი, რომელშიც ბიკოვის მიერ ნახსენები არსება ზის, ისევ აგრძელებს ქანაობას.

ნათია გოგოლაძე